სოფელ ჭორვილაში საირხისა და ჭორვილის სასმელი წყლის სისტემის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 იანვარი, 2018 339 სოფელ ჭორვილაში საირხისა და ჭორვილის სასმელი წყლის სისტემის ერთ-ერთი რეზერვუარის რკინა-ბეტონით კედლების ბეტონირება მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი 10 250 005 ლარით აფინანსებს. ხელშეკრულების პირობების თანახმად – პროექტი სამუშაო პროცესის დაწყებიდან 540 დღეში დასრულდება. რეზერვუარის მშენებლობა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საირხის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა იაგო ბერიძემ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.