- Advertisement -

სოფელ ჭუბერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხმაურიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში.

ლახამულას თემის მოსახლეობას გზის მთავარი მაგისტრალი აქვს გადაკეტილი და მოძრაობა პარალიზებულია. ადგილობრივები სოფლის შიდა სასოფლო გზების, სოფლების დამაკავშირებელი ხიდისა და ელექტროგადამცემი ბოძების რეაბილიტაციას ითხოვენ.

მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა არავინ დაინტერესებულა. ადგილზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს წევრი ლადო ვიბლიანი იმყოფებიან.

ვიბლიანი აქციის მონაწილეებს შეუერთდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა თუმცა შემდეგ გაათავისუფლა.

Comments
Loading...