- Advertisement -

სოფლის გაზიფიცირებით მოსთოვნით განმუხურში საპროტესტო აქცია იმართება

სოფელ განმუხურში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი გაზიფიცერებას ითხოვენ, მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემებით არ ინტერესდება.

„თუ ეკუთვნოდა უფასოდ ერთი წერტილის შეყვანა კოკის, ორსანტიისა და შამგონის მოსახლეობას, მაშინ საოკუპაციო ზოლთან მდებარე ჩვენს სოფელსაც ეკუთვნის, არ ვითხოვთ უკანონოს არაფერს“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქიაზე დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დათა შელია იმყოფებოდა, მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი არაერთხელ დააყენეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის.~

"სოკარი არის კერძო კომპანია და ხელისუფლებას არ გაუჭირდება, რომ უშუამდგომლოს ამ ხალხს და შეუყვანონ ერთი წერტილი უფასოდ“- აცხადებს შელია.აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადე, თუმა პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ შემთვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება პერმანენტული აქციებთ იმუქრებიან.

Comments
Loading...