სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ კორბოულში რამდენიმე პროექტი განხორციელდება ipressსაჩხერის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 26 თებერვალი, 2019 89 საკონსულტაციო შეხვედრები სოფლებში დასრულდა. სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის შეხვედრა კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგა. მოქალაქეებმა სასურველ პროექტზე შეაჩერეს არჩევანი. სოფელ კორბოულში გადაწყდა: შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, კაპანაძეები-კილაძეები-გოგატიშვილები-ყიფშიძეების უბანში სასოფლო სავარგულამდე მისასვლელი ხიდის აშენება, ჩიჩინას გორაზე ბეტონის გზის დაგება და სკვერში დამატებითი ატრაქციონების მოწყობა.- გამოყოფილია 20 000 ლარი. სოფელ ნიგვზარაში მოსახლეობას სურს შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და დასასვენებელი სკვერის მოწყობა – გამოყოფილია 16 000 ლარი; სოფელ შომახეთში მოქალაქეებმა ხმა ასევე შიდა საუბნო გზების მოხრეშვასა და სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობას მისცეს – გამოყოფილია 20 000 ლარი. კორბოულისაჩხერე