- Advertisement -

სტიქიამ ქობულეთის 5 სოფელს პრობლემები შეუქმნა

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს. მეწყერული პროცესები რამდენიმე ადგილას ერთდროულად განვითარდა. სტიქიურ ზონაში 6 ოჯახია მოქცეული, მათ შორის ორი ოჯახი უსაფრთხოების მიზნით წუხელ მეზობელთან გადავიდა ღამის გასათევად.

მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ჩამოწვა და ავარიულ მდგომარეობას ქმნის. ქობლეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით სიტუაციას დღეს გეოლოგები სწავლობენ, ზარალს კი ამის შემდეგ დაივლიან. საგზაო დეპარტამენი ამ დროისთვის შიდა სასოფლო გზების გაწმენდას ახორციელებს. მოვარდნილმა წყალამა წყავროკასა და ცეცხლაურიას დამაკავშირებელი ხიდიც წაიღო. ამ დროისთვის 4 სოფელს წყალი შეფერხებით მიეწოდება. ელექტროენერგიის პრობლემა მოსახლეობას ჯერჯერობით არ შექმნია.

Comments
Loading...