- Advertisement -

სტიქიის გამო ყვარლის მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა

ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

მოსახლეობას დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები ეხმარებიან. ადგილზე იმყოფებოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი,რომლის განცხადებით მერიაში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

Comments
Loading...