- Advertisement -

სუბარი: რეგიონების გადაბმისა და დაკავშირების გარეშე განვითარება შეუძლებელი იქნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ რეგიონების გადაბმა/დაკავშირების გარეშე განვითარება ქვეყანას ვერ ექნება.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომლის გარეშეც განვითარება იქნება შეუძლებელი, ეს არის რეგიონების გადაბმა,რეგიონების დაკავშირება. იმერეთიდან აბასთუმანზე გადასასვლელი გზა საირმე – აბასთუმანი ორივე კურორტს გახდის ორმაგად მიმზიდველს,ცალცალკე თითოეული არის მიმზიდველი, მაგრამ ორივე ერთად ალბათ ბევრად უფრო მიმზიდველი იქნება. ლენტეხი-მესტიის გვირაბიც არის ერთ-ერთი ის გზა, რომელიც მესტია ლენტეხის პოტენციალის არამარტო სრულად ათვისების შესაძლებლობას მოგვცემს, არამედ გადააბამს ამ რეგიონებს ერთმანეთს, ლეჩხუმი ლენტეხი რაჭა და მთლიანობაში ეს რეგიონი უაღრესად და კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახდება როგორც შიდა ისე საერთაშორისო ტურიზმისთვის.

ლეჩხუმი თავისი უნიკალური ღვინის გზებით, ლეჩხუმი თავისი უნიკალური მოსალოცი ადგილებით ,მათ შორის ისეთი ადგილებით რომლებიც მართლა მსოფლიო მნიშვნელობისაა. რაჭა თავისი უნიკალური ასევე ღვინის გზებით ,უნიკალური კურორტებით ,ლენტეხი და ეს ყველაფერი მოგვცემს მართლაც კიდევ ერთ ძალიან ძვირფას ადგილს ტურისტული განვითარებისთვის. გუშინ ვსაუბრობდი იმ ადამიანებთან რომლებსაც აქვთ მცირე სასტუმროები და ეს მცირე სასტუმროები ძალიან კარგად ვითარდება რეგიონებში”, – განაცხადა სუბარმა.

Comments
Loading...