- Advertisement -

სუბარი ხაიშში საპროტესტო აქციის მონაწილეებს: კანონი ვერ იქნება განსხვავებული ზოგიერთებისთვის

 ადგილობრივებს ცენტრალური მაგისტრალი ამ დრომდე ბარიკადებით აქთ გადაკეტილი. როგორც ისინი ამბობენ არ დაიშლებიან მანამ სანამ არ გადაწყვეტს სახლმწიფო მათი დასაქმების ალტერნატიულ გზას, რადგან ხე-ტყის მოპოვება სოფლის მოსახლეობის ერთადერთი შემოსავალია.

როგორც სოზარ სუბარმა ადგილობრივებს შეხვედრის დროს განუმარტა, ვისაც ბიზნესი კანონიერი გზით ჰქონდათ გაფორმებული მათ საფრთხე არ ემუქრებათ, ვინც ხე-ტყის მოპოვებას უკანონოდ ეწეოდა მათ საკითხს მოლაპარკებების შემდეგ გაარკვევენ.

"გამოყოფენ ადაიანებს რომლებსაც თვითონ ენდობიან დავჯდები და ვილაპარაკებთ ისე რომ ხალხი არ დაზარალდეს და კანონიც კანონობდეს. ვერ იქნება განსხვავებული კანონი ზოგიერთისთვის ამას დიკიდან ვიძახი. მათი შემოსავალი არის ხეტყე, ვეცდები ან ალერნატიულიბდასაქმება გამოინახოს ან კანონიერ ფარგლებში მოექცეს ის ნაწილი რაც უკანონო იყო, ვინც კანონიერი გზით მუშაობდა იქ არავითარი პრობლემა არ არის. ეხლა დაიწყება მოლაპარაკებები მათ წარმომადგენლებთან. ყველანაირი წინდადებისთვის მზად უნდა ვიყოთ, ყველაზე მიუღებლის განხილვისთვისაც, რომ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოინახოს" – განაცხადა სოზარ სუბარმა

Comments
Loading...