- Advertisement -

სულხან ქობულაძე: ქართველმა მეცნიერმა ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი გამოიგონა, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი სულხან ქობულაძემ ჟურნალისტებთან საგანგებო განცხადება გააკეთება.

ქობულაძის თქმით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა უშედეგოა, რადგან ფაროსანები მოსახლეობას კვლავ აზარალებენ, მოსახლეობა კი მავნე მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის.

ქობულაძემ იმერეთის და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და განმარტა რომ წლიდან წლამდე ფაროსანა მრავლდება რაც საგანგაშოა.

“ყოველ წელს უფრო და უფრო მრავლდება ფაროსანა რაც საგანგაშოა. ფაქტი სახეხეზე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცდელობა უშედეგოა, რადგან კატასტროფულ სიტუაციაში ვართ, მივიღებთ შედეგს რომ გლეხი და ფერმერი აღარაფერს დათესავს რადგან მათ მოსავლის აღების იმედი აღრ ექნებათ. ექედან გამოსავალი არის ის რომ ჩენ გვყავს მეცნიერი მერაბ გახოკიძე რომელიც აცხადებს, რომ მას აქვს გამოგონებული ფაროსთანასთან ბრძოლის ხსნარი, რომელიც განადგურებს ფაროსანას, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს”- განაცხადა ობულაძემ.

Comments
Loading...