სურამში გზების რეაბილიტაცია გრძელდება რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 28 ივლისი, 2022 4 ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, მერის მოადგილე ზვიად ქურდაძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა ბაიანთხევის დასახლებაში გზის მოწყობაის სამუშაოები დაათვალიერეს. „ბაიანთხევის დასახლება სურამის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანია. გარდა ამისა, ბაიანთხევი დამსვენებელთათვის მიმზიდველ ლოკაციას წარმოადგენს. შესაბამისად, გზის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის თუ ტურისტების გადაადგილების პირობების გაუმჯობესების, ისე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით“, – აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 943 098 ლარი ჯდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის მხარდაჭერით ხორციელდება.