- Advertisement -

სურამში ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

რუსთაველის ქუჩა სურამის ცენტრალურ ნაწილშია, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი კერძო თუ საჯარო დაწესებულებაა განთავსებული. შესაბამისად, პროექტის მოსარგებლეები დაბის მთელი მოსახლეობა და ჩამოსული სტუმრები არიან.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 123 000 ლარს შეადგენს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Comments
Loading...