- Advertisement -

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის 5 საბავშვო ბაღს საწარმოო პროცესი შეუჩერა

საქმე ეხება საგარეჯოსა და ახმეტის საბავშვო ბაღებს, სადაც უწყების ინფორმაციით, გარკვეული შეუსაბამობები იქნა აღმოჩენილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეგმიური შემოწმებების დროს აღმოჩნდა, რომ ხუთივე ბაღს ინფრასტრუქტურული პრობლემები ჰქონდა, რაც ვენტილაციის სისტემის გაუმართაობას უკავშირდებოდა. თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება 1000-1000 ლარით დაჯარიმდა. საწარმოო პროცესი მათ ხარვეზების გამოსწორების შემდეგ აღუდგებათ.

Comments
Loading...