- Advertisement -

სუსი: ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ქრთამი შესთავაზეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ზაურ ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ქუთაისის მერიაც:

"კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. დღეს კორუფციულ ფაქტზე მოქალაქის დაკავება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ არ დავუშვებთ, ქუთაისის მერია და სახელმწიფო რაიმე სახის არაკანონიერ და არასამართლებრივ ქმედებაში გაეხვიოს,"-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...