- Advertisement -

ტაშისკარი-ქვიშხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ტაშისკარიდან ქვეშხეთამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება, სანიაღვრე სისტემის მოწყობა და საგზაო მონიშვნა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტი ჯდება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე გაეცნენ.
პროექტი ზაფხულში დასრულდება და შედეგად 3 200 გრძივი მეტრის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ,,ტაშისკარი და ქვიშხეთი შიდა ქართლის რეგიონის მნიშვნელოვანი საკურორტო ზონებია, ზაფხული მოდის და შესაბამისად, დამსვენებლების რაოდენობაც გაიზრდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას.“- აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.

Comments
Loading...