- Advertisement -

ტიტე აროშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე ანდრონიკაშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

მოსახლეობამ, უმაღლესი საბჭოს წევრთან საუბრისას, ეზოების, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოწესრიგება-კეთილმოწყობაზე, საბავშვო ატრაქციონებით, მწვანე ნარგავებით უზრუნველყოფასა და რიგ სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ჯანდაცვისა და სხვა პროგრამებს. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია.

ტიტე აროშიძემ შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მოქალაქეებს, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის რესან კონცელიძისა და სერვისცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები, შემდგომი რეაგირებისთვის, ადგილზევე ჩაინიშნეს.

Comments
Loading...