- Advertisement -

ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევსას დაშავებუი სამი ქართველი კლინიკაში რჩება

დაშავებულები დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ზალ მიქელაძის განცხადებით ერთერთი მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რჩება. ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგონარეობა კი გაუმჯობესდა.

ქალბატონის მდგომარეობა არის სტაბიკური.. მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას. მამაკაცი რჩება რეანინაციულ განყობილებაში მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. რაც შეეხება მესამე პაციენტს, რომელიც სხვა კლინიკაში იმყოფება მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. მასაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია."

რაც შეეხება პაციენტების ფინანსურ ხარჯებს, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დეტალებზე არ უსაუბრია, ხარჯთაღრიცხვას მინისტრი კლინიკების ადმინისტრაციისგან ელოდება.

გუშინ თურქეთის ქალაქ ტრაპზონში საქართველოს 20 მოქალაქე ცენტრალურ მაგისტრალზე მიკროავტობუსით გადაადგილების დროს ამოტრიალდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ინციდენტის გამომწვევი მიზეზი. თურქმა სამართალდამცავებმა რამდენიმე საათით დააკავეს მძღოლი. მან უკვე დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი.
უკვე დაბრუნდა სამშობლოში ინციდენტის მონაწილე 17 მგზავრი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებიდათ.

Comments
Loading...