- Advertisement -

ტრენინგი აჭარის საფესტივალო სფეროს პროფესიონალებისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობა.მიმდინარე წლის 5 ივნისს სასტუმრო „დივანში“ დაიწყო და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება აჭარის საფესტივალო სფეროს პროფესიონალებისათვის Festivals and Events International-ის წარმომადგენლის ოუენ მაქნირის ტრენინგი თემაზე ,,ფონდების მოძიება ფესტივალებისთვის’’. ვორქშოფის მონაწილეებს საშუალება მიეცემა გაეცნონ ფონდების მოძიების თანამედროვე საშუალებებსა და საუკეთესო გზებს, რომლებიც ხშირად სწორედ თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება.

დღეს, ტრენინგის მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე გაეცნო და მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელს, ხელოვნების პროგრამის მენეჯერს მაია დარჩიას.

საფესტივალო სფეროს წარმომადგენლებისათვის ეს რიგით მესამე ტრენინგია. 2017 წელს ჩატარდა ტრენინგები ფესტივალების მარკეტინგის, შეემოქმედებითი და სტრატეგიული პროცესების დაგეგმვის თემებზე.

ოუენ მაქნირი არის მარკეტინგის და განვითარების პროფესიონალი, რომელსაც აქვს წარმატებული გამოცდილება ხელოვნების და კულტურის სფეროში მოკლევადიანი შედეგების და გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევაში, რისთვისაც იგი იყენებს სტრატეგიულ დაგეგმარებას, ტრეინინგებს და სწავლების სხვადასხვა მეთოდებს. მის განსაკუთრებულ მიღწევებს შორის აღსანიშნავია: სამხრეთ-დასავლეთ ბრიტანეთში არსებული წამყვანი საფესტივალო ორგანიზაციის Bath Festivals-ის მარკეტინგული და განვითარების ფუნქციების გარდაქმნა სამი ფესტივალის გუნდის რესტრუქტურიზაციის, აუდიტორიის კვლევის და ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიების ჩათვლით; შემოსავლის და დაფინანსების გაზრდა 70%-მდე სამი წლის განმავლობაში. ასევე მდიდარი გამოცდილება გააჩნია სრული რებრენდინგის განხორციელებაში – იდენტურობიდან და პოზიციონირებიდან დაწყებული, სრული მარკეტინგული მიქსის გამოყენებით დამთავრებული, რის შედეგადაც მიიღწევა ფესტივალის დამსწრეთა საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის ქვეშ გაერთიანება, რაც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ფესტივალებისთვის როგორც ახალი აუდიტორიის, ისე დონორების მოზიდვასაც.

Comments
Loading...