ტყიბულის შახტაში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 6 დეკემბერი, 2018 89 ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ტყიბულში მიმდინარე წლის 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი. 5 დაკავებულის დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ დაზარალებულების პოზიციის გამორკვევამდე. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა ბრალდების მხარემ და მეექვსე დაკავებულის-გოჩა ქასრაშვილის ადვოკატმა წარმოთქვეს. შეგახსენებთ, რომ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია საქნახირის 6 თანაშრომელია დაკავებული. ტარიელ აბესაძე მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე, გიზო კირკიტაძე მთ ინჟინერი , გოჩა ქასრაშვილი თანაშემწე, მურად აბულაძე უბნის უფროსი, მამული კუბლაშვილი მენეჯერი, აკაკი ახვლედიანი დირექტორი. დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შემთხვევის შედეგად მინდელის სახელობის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა. მომავალი პროცესი 19 დეკემბერს 12 საათზე ჩაინიშნა. სასამართლოტყიბულიშახტა