ტყიბულის შახტში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ სიახლეები დამატების თარიღი 28 ოქტომბერი, 2017 310 ტყიბულის შახტში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია არ აქვთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა გუშინ მინდელის სახელობის შახტში. გარდაცვლილის ოჯახის წევრები უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ადგილზე ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული, შესაბამისად, დაზღვეული არავინ არის. ისინი დახმარებას ითხოვენ, რადგან გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა, გარდაცვლილი კი ოჯახის ძირითადი მარჩენალი იყო. დავით ფორჩხიძის ოჯახს უკვე შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები