- Advertisement -

ტყიბულში გლოვის ღამეა

ტყიბულელები და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ადამიანები, მეშახტეთა ქალაქის ცენტრში სანთლებითა და ყვავილებით იკრიბებიან.

მდუმარე აქციის მონაწილეები მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილი მეშახტეების სულებს პატივს მიაგებენ.

აქციის მონაწილეები დაღუპულ მეშახტეებს ბოლო ღამეს გაუთენებენ.

5 მეშახტეს ხვალ, ერთს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ.

ბოლო 1 წლის განმავლობაში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა.


შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამოშლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა.

ცნობისთვის, 2018 წლის 6 აპრილი მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

Comments
Loading...