- Advertisement -

ტყიბულში მეშახტეების აქცია დროებით შეწყდა

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია დროებით შეწყდა. როგორც მეშახტეები ამბობენ, აქცია ხვალ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მეშახტეებმა დღეს უკვე კომპანია "საქნახშირის" გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის გადადგომა მოითხოვეს.

აქციას შეუერთდა გაერთიანებული პროფკავშირებიც. თამაზ დოლაბერიძის თქმით, ადმინისტრაციაში ვინმეს დანიშვნა და გადადგომა გამოსავალი არ არი,ს რადგან საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან.

მეშახტეების პროტესტს დღეს დაღუპული მუშების ოჯახის წევრები და რეგიონებიდან სხვადასხვა საწარმოებში დასაქმებულებიც შეუერდნენ.

Comments
Loading...