- Advertisement -

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მეშახტეები ითხოვენ, თანამდებობა დატოვონ კომპანია "საქნახშირის" ხელმძღვანელებმა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციები არ შეწყდება.

"მოვითხოვთ თანამდებობა დატოვოს კომპანიის ხელმძღავანელობამ, პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე, ვინც ტყიბული ძაძებით შემოსილ ქალაქად აქცია. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, ქალაქში გააჩერონ მუშაობა და შემოგვიერთდნენ, ქალაქის პარალიზება უნდა მოხდეს, რომ ერთხელ დაა სამუდამოდ გავაგონოთ ჩვენი ხმა ვისაც საჭიროა. ასევე ვითხოვთ, მაქსიმალურად გაკონტროლდეს უსაფრთხოების ნორმები",- აცხადებს ხვიჩა გაბუნია.

Comments
Loading...