- Advertisement -

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქციას გაერთიანებული პროფკავშირები შემოუერთდნენ

როგორც პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე ფიქრობს, კონკრეტული პირების თანამდებობიდან გადაყენება შახტში მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

მისივე თქმით, აუცილებელია შახტების დროებითი კონსერვაცია, ადგილზე ექსპერტების ჩართვა და სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხეობის ნორმების გაკონტროლება.

დოლაბერიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აღდგეს მუშაობა შახტში, მანამდე კი დასაქმებულებს ხელფასების ანაზღაურების გარანტია უნდა მიეცეთ.ასევე, ამბობს რომ ტყიბულში უნდა დაიწყოს პაალელურ რეჟიმში საელმწიფოს მხრიფან ალტერნატიული დასაქმების ადგილების შექმნა.

Comments
Loading...