- Advertisement -

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილ გოგი რაფავას დღეს დაკრძალავენ

სამ საათზე გარდაცვლილს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. სამძიმარზე მოვიდა კომპანიის ხელმძღვანელობა, თუმცა მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ტყიბულის მერი კი ფიქრობს, რომ უსაფრთხოების ნორმების კუთხით შახტში ვითარება გამოსასწორებელია.

"ბოლო ორი წლის მანძილზე სერიოზული ტრაგედიები დატრიალდა ჩვენს ქალაქში. კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო – ეს იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც შესაცვლელია კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და დისციპლინის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბევრს აკეთებს სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, ამ ეტაპისათვის რაც შეიძლებოდა ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი არ არის იმ დონეზე, რასააც შრომის უსაფრთხოება მოითხოვს და რასაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მოითხოვს როგორც ჩანს, რაღაც თემები კიდევ არის დასალაგებელი და დასაზუსტებელი"- აცხადებს ტყიბულის მერი თეიმურაზ ჩუბინიძე.

Comments
Loading...