- Advertisement -

ტყიბულში სახალხო დამცველს ელოდებიან

რამდენიმე წუთის წინ მინდელის სახელობის შახტაში მივიდა გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი. პეტრიაშვილი საგამოძიებო კომისიაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კომპანია "საქნახშირ GIG" წარმომადგენლების გარდა გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელის ჩართვასაც ითხოვს. თუ ეს არ მოხდება პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ კომპანია რეალურ ფატებს მალავს და ეჭვი მძაფრდება იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. 

ტყიბულში, რამდენიმ წუთში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიასაც ელოდებიან. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 6 მეშახტე გარდაიცვალა, ხოლო 3 ადამიანი დაშავდა. 

Comments
Loading...