- Advertisement -

ტყიბულში, ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 წლის პავლე გამეზარდაშვილი,  28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი,  46 წლის მირზა ქურციკიძე,  50 წლის ბესიკ გურგენიძე და 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი ოჯახმა, მეგობრებმა და ტყიბულელებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

59 წლის გოგი რაფავას კი ტყიბულში ხუთშაბათს დაკრძალავენ. გარდაცვლილების ოჯახის წევრები სამძიმარს ექვსი დღის განმავლობაში იღებდნენ.

შემთხვევა მინდელის შახტაში 5 აპრილს მოხდა, შემთხვევის შედეგად 6 მეშახტე გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

Comments
Loading...