- Advertisement -

ტყიბულში ქალაქის ცენტრში მეშახტეების აქცია მიმდინარეობს

დასაქმებულები კომპანიის გენერალურ დირექტორს უნდობლობას უცხადებენ და ჯამბულ ჯაყელის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

მათი თქმით, ადმინისტრაციაში ამ დრომდე მუშაობენ კადრები, რომელთა გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები ითხოვდნენ.ისინი ინდუსტრიული ჯგუფის ხელმძღვანელს დავით ბეჟუაშვილს მიმართავენ, მოკვლევის დასრულებამდე მათთან შეთანხმებით ადმინისტრაციაში ახალი კადრები დანიშნოს. ამ შემთხვევაში მზად არიან პირველი აგვისტოდან შახტში მუშაობა განაახლონ.

ასევე, უცვლელი რჩება მათი მოთხოვნები პრემიერი მინისტრი ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში და ოფიციალირი დოკიმენტით დაუდასტუროს დასაქმებულებს შახტის აღდგენამდე სახელფასო ანაზღაურების მიღება. შეკრებილები აქციაზე სხვადასხვა რეგიონების საწარმოებში დასაქმებულებსაც ელოდებიან.

Comments
Loading...