- Advertisement -

ტყიბულში, 70 წლამდე მამაკაცმა 50 წლის მეზობელს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 70 წლამდე მეზობელმა 50 წლის მამაკაცს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

როგორც დაშავებულის ოჯახი ამბობს, ეჭვმიტანილი სოფლიდან უნდა გადასახლდეს და კანონის წინაშე პასუხი აგოს.

მეზობლების და დაკავებულის მეუღლის განცხადებით მამაკაცებს შორის კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ეჭვმიტნილის შვილი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა, მაშინ როცა დაზარალებულის დასახმრებლად ტრაქტორი გადაყავდა.

თუმცა ბოლო პერიოდში დაზარალებულსა და ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი აღარ ყოფილა.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით.

Comments
Loading...