- Advertisement -

ტყიბულში N2 საჯარო სკოლაში სწავლა პარალიზებულია

"ტყიბულის #2 საჯარო სკოლის შენობა მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს"- ამის შესახებ "აიპრესთან" ტყიბულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

"როცა დაიდო სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ ტყიბულის #2 საჯარო სკოლის შენობა საფრთხის შემცველია და მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამის გამო გადაწყდა, რომ მოსწავლეები პირველი საჯარო სკოლის მეორე ცვლაში გადაგვეყვანა. ორ სკოლასთან გვქონდა მოლაპარაკება, #3 და #1 საჯარო სკოლებთან, #3 საჯარო სკოლის კერძო მესაკუთრე და სამინისტრო ვერ შეთანხმდა, რის გამოც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების პირველ საჯაროში გადაყვანა მოხდა.

სწორედ ამას მოჰყვა მშობლობის პროტესტი. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები #6 საჯარო სკოლის დირექციასთან, ამ მოლაპარაკებებს თავისი პროცედურები აქვს და დრო სჭირდება, ხვალ უკვე #6 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო შეიკრიბება და ამის შემდეგ გვაცნობებენ გადაწყვეტილებას, თუ მოლაპარაკება შედგა #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დილის ცვლაში გააგრძელებენ სწავლას," – განაცხადა ტყიბულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირინა კორძაიამ.

შეგახსენებთ რომ ტყიბულში #2 საჯარო სკოლაში სწავლა პარალიზებულია.

სკოლის მოსწავლეების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ მათ დაუკითხავად მოსწავლეები პირველ საჯარო სკოლაში გადაიყვანეს, სადაც ფართის სივიწროვის გამო მოსწავლეებმა მეორე ცვლაში უნდა ისწავლონ, რაც მათი განცხადებით მიუღებელია, ამის გამო მშობლებმა #2 საჯარო სკოლის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

Comments
Loading...