- Advertisement -

უამინდობის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შეიქმნა

უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში. დაბა ურეკსა და სოფელ გურიანთაში უხვი დინების გამო მცირე მდინარეებზე სანიაღვრე არხებმა წყლის ნაკადი ვერ გაატარეს და ნიაღვარი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში შევიდა,-ამის შესახებ ინფრომაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

პრობლემა შეიქმნა სოფელ ნაგომარშიც. ჩაინგრა მცირე ზომის ხიდი და 4 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი და გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ყაზაიშვილის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ნაგომარში პრევენციულ ზომებს დღესვე მიიღებენ, რაც შეეხება ხიდის აღდგენით სამუშაოებს, ის უახლოეს მომავალში დაიწყება.

მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.

სოფლებს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

Comments
Loading...