- Advertisement -

უბედურ შემთხვევას ახმეტაში მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახმეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამაშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

შემთხვევა ცოტახნის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 34 წლის მაშველი სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, მას მოძრავ სპეცდანიშნულების მანქანაზე ასვილის დროა ფეხი გაუცურდა, ქვეშ ჩავარდა და დაიღუპა.
ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Comments
Loading...