- Advertisement -

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამტრედიაში  შეხვედრებს აგრძელებს

დღეს, იანეთის ადმინისტაციულ ერთეულში, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის, იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მიაწოდა.

შეხვედრას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

 მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვა.
ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველო აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოქალაქეები არ იდევნებიან. მათ შორის, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური და სხვა ნიშნით. მოსალოდნელია, რომ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის გამო,შენგენის სივრცეში შესვლა 5 წლის ვადით აეკრძალოთ და 3000 ევროთი დაჯარიმდნენ.

 

Comments
Loading...