უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა ჩატარდა ქუთაისი დამატების თარიღი 5 მარტი, 2018 225 ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ექსპერტებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნეს ევროკავშირის ქვეყნებში მიმოსვლის წესები. ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია წესების დარღვევასთან და ევროკავშირის ქვეყნებში თავშსაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან. პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. მსგავსი შეხვედრები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩატარდება.