- Advertisement -

ულტიმატუმი ხელისუფლებას – ქუთისში თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებლები გზის გადაკეტვით იმუქრებინ

ქუთაისში თამარ მეფის 90 ნომერში მცხოვრებ მოქალაქეებს გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი ქონდათ.

ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და საცხოვრებელ კორპუსში წყლის მიწოდებას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსს წყალი უკვე 2 კვირაა არ მიეწოდება.

გზის გადაკეტვის გამო განაწყენებული ერთ-ერთი მძღოლი გზის დათმობას ითხოვდა რა დროსაც ის ბავშვს დაეჯახა, თუმცა მოზარდი არ დაშავებულა. აქციის მონაწილეებს პარტია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლატარია შეხვდა და მათ დახმარება აღუთქვა.

"მოსახლეობას მალე ექნება წყალი გრაფიკით, ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს რაც იწვევს წყლის მიწოდების შეფერხებას, ჩვენ სისტემატიური შეხვედრები გვაქვს წყალმომარაგების კომპანიასთან და იმედი გვაქვს რომ პრობლემები უახლოეს საათებში მოგვარდება, მანამდე კი მოსახლეობას ტექნიკური წყლით მოვამარაგებთ"- განაცხადა "ქართული ოცნბის" შტაბის ხელმძღვანლმა ნიკოლოზ ლატარიამ.

თუ დღის ბოლომდე მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება, ადგილობრივები ხვალიდან აქციებით და გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

Comments
Loading...