- Advertisement -

„უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსის მეორე ეტაპი გამოაცხადა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსის მეორე ეტაპი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 02აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2018 წლის 20 სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

საჯარო ლექციები გაიმართება როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა დასაზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლებამოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს. 

Comments
Loading...