- Advertisement -

უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება

კანონის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა – ჯაბა
ფუტკარაძემ, ამჯერად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის წევრებს წარუდგინა.

სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე – ვლადიმერ
მგალობლიშვილი უძღვებოდა, კანონის პროექტით გათვალისწინებული
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების განხილვის პარალელურად, საუბარი შეეხო
სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს, მუნიციპალიტეტებისთვის
განკუთვნილ ტრანსფერებსა და სიახლეებს, რომლებიც ჯანდაცვისა და
სოციალურ სფეროებში განხორციელდება.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის
პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Comments
Loading...