ურეკში მაშველებმა 6 ტურისტი გადაარჩინეს ოზურგეთი დამატების თარიღი 18 ივლისი, 2018 131 ურეკიში მაშველებმა 6 ტურისტი გადაარჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უცხოეთის 6 მოქალაქე ზღვაში რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით იყო შესული და დახმარებას ითხოვდა. მაშველებმა ისინი უსაფრთხოდ გამოიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.