- Advertisement -

უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე თოვს, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს უსაფრთხოების მიზნით გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა.

მათივე ინფორმაციით, კურორტ გოდერძის თოვლის საფარი 20 სმ აღწევს. ხულოს მერიის ინფორმაციით უამინდობის გამო მუნიციპალიტეტში გადაადგილების პრობლემა ამ დრომდე არ შექმნილა, თუმცა ელექტრო გადამცემი ხაზის დაზიანების გამო დენი დილიდან თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულს არ მიეწოდება.

როგორც მერიაში "აიპრესს" განუცხადეს აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს და პრობლემა მალევე მოგვარდება

Comments
Loading...