- Advertisement -

უსუფაშვილი: ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული საკითხები არის ძალიან სახიფათო

დავით უსუფაშვილი საკრებულოებში "შენების მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად ბორჯომში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ვითარებას აფასებს. ბრიფინგის ფორმატში პარტიის ლიდერმა იმ სახიფათო პროცესებზე ისაუბრა, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპერებას მოჰყვება.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები არის სახიფათო. ასეთი პოლიტიკური პრობლრმები სპეცრაზმითა და პოლიციის მეშვეობით არ გვარდება.

ეროვნულმა ხელიაუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა გავაკეთოთ ყვრლაფერი იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს თვითმმართველობის იდეა არ დავაგმობინოთ და თუ ასე გაგრძელდა საქმე მოქალაქეები იტყვიან, რომ აღარ გვინდა არჩეული მერი და არჩეული საკრებულო და ჯობია რაიკომის მდივანი დავინიშონ.

ჩვენ მივმართვავთ ყველას, რომ თითოეულ საკითხზე სერიოზული მსჯელობა იყოს. სამწუხაროა რომ ერთპარტიული მონოლითურ მმართველობის მენტალიტეტს ვერ დააღწია თავი ვერცერთმა ხელისუფლებამ დღემდე. ახლა რას უნდა ველოდოთ თიანეთსა და ოზურგეთში? იმპიჩნენტებს? იქ სადაც მერები შესაძლოა არ მოსწონს უმრავლესობას. თუ უნდა გადავდგათ ნაბიჯები მართლა თანამშრომლობისკენ." – აცხადებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავითუსუფაშვილი.

Comments
Loading...