- Advertisement -

უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბოდბის ეპარქიას ეწვია

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერი მოილოცა.

პატრიარქს ეპარქიის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გოგილაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილთან და მონასტრის წევრებთან ერთად შეეგება.

უწმინდესის დასახვედრად ბოდბის დედათა მონასტერში უამრავმა მომლოცველმა მოიყარა თავი.
 

Comments
Loading...