- Advertisement -

უხვმა ნალექმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში 15 ოჯახი დააზარალა

განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ბაშში. სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზარალდა 15 ოჯახი. იწყება ზარალის დათვლა.

,,მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა თუკი ნალექი გაგრძელდება, არის საშიშროება, რომ ვითარება უფრო დამძიმდეს. ვართ მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ მოსახლეობას.” აცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიან ფოცხვერია.

Comments
Loading...