- Advertisement -

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და ინტენსიური თოვა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

Comments
Loading...