- Advertisement -

ფერმერებმა ლაგოდეხი- ყვარლის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ისინი , ვისაც საზამთროსა და ნესვის ბაღები აქვთ, საკუთარი მოსავლის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები განმარტავენ რომ, ასეულობით ტონა საზამთროსა და ნესვის მოსავალი მოიყვანეს და რეალიზებას ვერ ახდენენ.

“სხვა ქვეყნებიდან შემოდის ხილი, რომელიც ადგილობრივზე გაცილებით იაფია, ამიტომ წლევანდელი მოსავალი ფაქტობრივად არ გაგვიყიდია. მთავრობამ ადგილობრივ წარმოებას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს და რეალიზაციაში დაგვეხმაროს”, – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

ამ ეტაპზე ადგილობრივი წარმოების საზამთროს საბითუმო ფასი 30, ხოლო ნესვის 50 თეთრია.

Comments
Loading...