- Advertisement -

ფეროს დირექტორი: ბრიგადა აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული აღჭურვილობით

დღეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნაში უბედური შემთხვევა მოხდა. მუშა რომელიც მეოთხე საამქროს სახურავის შეცვლაზე მუშაობდა გადმოვარდა და გარდაიცვალა. ქარხნის დირექტორის ვასილ გველასიანის თქმთ, ბრიგადა უსაფროების ნორმების გათვალისწინებით იყო აღჭურვილი, თუმცა რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ამაზე პასუხს გამოძიება გასცემს. 

"9:45 წუთზე მოხდა უბედური შემთხვევა,რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა. ბრიგადა რომელიც მუშაობდა ნომერ მეოთხე საამქროს სახურავის ფენილის შეცვლაზე, ერთ – ერთი წევრი, 61 წლის დავით ძაბირაძე ჩამოვარდა 38 ნიშნულიდან და გარდაიცვალა. ადგილზე მუშაოებენ ექსპერტ-კრიმნალისტები. ბრიგადა აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული აღჭურვილობით – ქამრებით, კასკებით. დანარჩენს გამოძიება დაადგენს", – განაცხადა გველესიანმა. 

Comments
Loading...