- Advertisement -

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ იმერეთის რეგიონში ახალი საგადასახადო ინიციატივის პრეზენტაცია გამართა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა იმერეთის რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი საგადასახადო ინიციატივა გააცნო. ინიციატივის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს შეადგენს. ამ დრომდე მცირე მეწარმედ ის პირი ითვლებოდა, რომლის წლიური შემოსავალი 100 000 ლარს შეადგენდა.

გარდა ამისა, მცირე ბიზნესის შემოსავალი დღეს არსებული 5 პროცენტის ნაცვლად, ერთი პროცენტით დაიბეგრება. ამავე ინიციატივის მიხედვით, მცირე ბიზნესს საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება არ ექნება. ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი 120 000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი საგადასახადო ინიციატივა საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებას და ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდას ემსახურება.

Comments
Loading...