- Advertisement -

ფოთელები კინოთეატრის მშენებლობის დასრულებას უკვე 7 წელია ელოდებიან

ფოთელები 7 წელზე მეტია ქალაქში კინოთეატრის მშენებლობის პროცესს ადევნებენ თვალს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები პერიოდულად ხან განახლდება, ხან შეწყდება. ამჯერად ობიექტზე ორი წელია არანაირი ცვლილება არ შეიმჩნევა და მიმდებარე ტერიტორია მიტოვებულ, უკაცრიელ ადგილს დაემსგავსა. ამ სურათს ორმაგად ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ეს ყველაფერი ქალაქის შუაგულში, ცენტრში ხდება.

1911-1912 წლებში აშენებული 500 მაყურებელზე გათვლილი კინოთეატრი ,,რუსთაველი” ავარიული მდგომარეობის გამო 1997 წელს დაიხურა. საქართველოში ერთერთი უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის, „ვისოლის“ შვილობილმა კომპანიამ „ ველაჯიომ“ 2011 წელს აიღო ვალდებულება შენობის რეაბილიტაციაზე. ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას 250 კაციანი დარბაზი, ,ხოლო დანარჩენ ფართზე სავაჭრო ცენტრი უნდა მოეწყო.თუმცა კომპანიამ განსაზღვრული ვადები დაარღვია და ამ ხნის მანილზე სამჯერ დაჯარიმდა.

„ეს არის უზარმაზარი მიმოწერა დაწყებული დაახლოებით 2011 წლიდან, რა გავკეთოთ, როგორ გავკეთოთ, საიდან დავიწოთ და ა. შ…“, – ამბობს „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი, მაია ჩხარტიშვილი.

„საოცარია ეს ბიუროკრატია, მხოლოდ წერილებით შემოიფარგლებოდა მშენებლობის პროცესი. რა დონის მყიდველი არ უნდა იყოს, არ მესმის, რატომ უნდა დავთანხმდეთ ნებისმიერ შემოთავაზებას. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი,მოთხოვნები ქალქისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინდელ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დიდი პრობლმა გვქონდა და შესაბამისად ნებსმიერ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით ძნელი იყო რაიმე სახის შედეგის მიღწევა.“

აღმასრულებელი ხელისუფლებაში ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, რადან, როგორც „აიპრესს“ მერიის პრესცენტრში განუცხადეს, მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და შედეგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

Comments
Loading...