- Advertisement -

ფოთელმა სპორტსმენებმა სამბოს ეროვნულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს

ფოთელმა სპორტსმენებმა, თბილისში ჩატარებულ ევროპის შესარჩევ, საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში, წარმატებით იასპარეზეს.

ელიზბარ თურქიამ 56 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ირაკლი შეყილაძემ 52 კგ წონით კატეგორიაში _ მეორე ადგილი, დათო დგებიამ 48 კგ წონით კატეგორიაში _ მესამე ადგილი.

„ხუთი შერკინებიდან ხუთივე მოვიგე, განსაკუთრებით გამიჭირდა ბოლო შეხვედრა, ჩემი მეტოქე გორიდან, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი აღმოჩნდა, მაგრამ მისი დამარცხებაც შევძელი", – განაცხადა „აიპრესთან“ ელიზბარ თურქიამ.

ჩემპიონატზე, საქართველოს მასშტაბით 200- მდე სამბისტი ასპარეზობდა. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭიდავეები, ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთში იასპარეზებენ, რომელიც აპრილის შუა რიცხვეში გაიმართება.

Comments
Loading...