ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ხვალ 6 ბალიან შტორმს ელოდებიან ფოთი დამატების თარიღი 8 მარტი, 2018 258 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სმსახურის, სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, 9 მარტს ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე, ამინდი მკვეთრად გაუარესდება: „ხვალ გაძლიერდება დასავლეთის ქარი და 12-17 წმ. სიჩქარით იქროლებს. დღის მეორე ნახევარში, ასევე საღამოს, დაქროლვა 23-25 მ/წმ-ს მიაღწევს. ზღვის ღელვა დღისით 4-5 ბალამდე დაფიქსირდება, საღამოს და ღამის I ნახევარში კი 5-6 ბალამდე გიზრდება. მთელი დღის მანძილზე დროგამოშვებით იწვიმემებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 10 მარტიდან შედარებით სუსტი ცვალებდი მიმრთულების ქარი იქროლებს, ხოლო ზღვის ღელვა 3-4 ბალამდე დაიკლებს“. ცნობისათვის, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, 10 მარტამდე საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.