- Advertisement -

ფოთის ვიცე მერის თანამდებობა კოტე თოფურიამ დაიკავა

ფოთის ვიცე მერის თანამდებობა, კოტე თოფურიამ დაიკავა. ოფიციალური წარდგენა, მერის კაბინეტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კოტე თოფურია კერძო სექტორში მოღვაწეობდა. ის 2014 წლიდან დღემდე შპს „ნაზვრევის“დირექტორი იყო.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისათვის .დარწმუნებული ვარ ჩვენ მოკლე დროში შევძლებთ არსებული პრობლემების საფუძვლიანად შესწავლას და მათ გადაწყვეტის გზების დაგეგმვას. ეს რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა.დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდი ამას შეძლებს და ყველაფერს გააკეთებს, მოსახლეობამ დაინახოს, რომ ქალაქში დაიწყო ცვლილებები“_ განაცხადა ჟურნალისტებთან კოტე თოფურიამ.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს ფოთის მერის მოადგილემ, ირაკლი თოფურიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

Comments
Loading...