- Advertisement -

ფოთის თეატრმა უსაფრთხოების მიზნით მუშაობა დროებით შეწყვიტა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს დაგეგმილი სპექტაკლი პროტესტის ნიშნად არ გაიმართება.
შეგახენებთ, რამდენიმე დღის წინ თეატრის ფოიეში ჭერის დიდი ნაწილი ჩამოვარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. სამი წლის წინ კი სასაცენო ლიფტი ჩაწყდა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო, ის დღემდე ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. 

შენობაში არსბული ავარიული მდგომარეობის მიუხედავად, სპექტაკლებთან ერთად, ქალაქის კულტურულ-შემეცნებითი და საბავშვო ღონისძიებები სისტემატიურად იმართებოდა.

,,მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, რათა დაცული იყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება. რეალურად უამრავი პროექტი გვაქვს ჩაშვებული, რომლის გაჩერებას რა თქმა უნდა არ ვაპირებთ , მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, სანამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმევა და ყველა ის პრობლემა, რომელიც ახლა ამ შენობაშია არ მოგვარდება, ვერ მივიღებთ ვერც მაყურებელს და ვერ ჩავატარებთ ვერცერთ ღონისძიებას,“- აღნიშნა თენგიზ ხუხიამ.

შენობა 2014 წელს ექპლუატაციაში ფოთის მერიამ მიიღო. მის ასაგებად, 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და 9 წელი შენდებოდა. დიდი პომპეზურობით გახსნილი თეატრის სახურავმა წყალი გაატარა.მსახიობებმა არერთხელ გააკეთეს განცხადება,რომ შენობას სასწრაფო ექსპერტიზა და რეაბილიტაცია სჭირდებოდა. პრობლემებზე ინფორმირებული იყო კულტურისა და სპორტის სანიმისტრო, მერია და სამშენებლო კომპანია, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით 5 წლის განმალიბაში ვალდებულია ყველა გამოვლენილი ხარვეზი გამოაწოროს. თუმცა ამ ხნის მანძილზე არსებული მდგომარეობის დეტალურად შესწავლა ხდებოდა მხოლოდ. 

უახლოეს დღეებში, თეატრის ადმინისტრაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, თბილისში, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. მსახიობები იმედოვნებენ, რომ ფოთში დადებითი პასუხით დაბრუნდებიან.

Comments
Loading...